ქუთაისის უნივერსიტეტში, “სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის" ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექცია ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა ირაკლი ავალიანმა ჩაატარა და მას უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები დაესწრნენ.
შეხვედრის დროს განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა მოტივაცია, თვითრეალიზება და სირთულეების გადალახვა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ლექცია "სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის" მიერ ჩატარებული სტუდენტთა საჭიროების კვლევის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა და მსგავსი ფორმატი სამომავლოდაც გაგრძელდება.