ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ღია კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე

ღია კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე „დიპლომირებული მედიკოსის“ ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ- პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ადგილმდებარეობა: თბილისი

1. მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

1.1 ბაზისური მიმართულება

  •  ფარმაკოლოგია - 1 პროფესორი;
  •  ჰისტოლოგია/ემბრიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  •  უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  •  ფიზიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  •  იმუნოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  •  ბიოფიზიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  •  ანატომია - 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ პროფესორი.

 

1.2 კლინიკური მიმართულება

  •  კარდიოლოგია- 1 პროფესორი; 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  ოფთალმოლოგია- 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ პროფესორი;
  •  პულმონოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ პროფესორი;
  •  ნეფროლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  გასტროენტეროლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  ჰეპატოლოგია - - 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  ენდოკრინოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  რევმატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  ალერგოლოგია- 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  დერმატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  ონკოლოგია- 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი;
  •  ჰემატოლოგია- 1 ასოცირებული პროფესორი;1 ასისტენტ პროფესორი.

 

 

2. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:

2.1. ბაზისური მიმართულება:

  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  •  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  •  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  •  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  •  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  •  სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  •  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

2.2. კლინიკური მიმართულება:

  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  •  დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  •  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  •  სულ მცირე ბოლო 9 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • ·შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  •  შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  •  დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  •  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
  •  სულ მცირე ბოლო 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  •  შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში.

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  •  დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  •  სულ მცირე ბოლო 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში.

 

3. საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი 1კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება [email protected] );

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (ივსება ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სახელმწიფო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია).

თ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

 

კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  •  პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  •  მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე)

 

 

4. კონკურსის ვადები

  •  კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 23 ივნისიდან.
  •  აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 25 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით;
  •  კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 2 აგვისტოსა;
  •  კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 9 აგვისტოსა;
  •  კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 12 აგვისტოსა;
  •  კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2022 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით;
  •  დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2022 წლის 25 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

 

5. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13,  [email protected]  [email protected]

ტელ: +995 431 23 79 79


ბოლო სიახლეები