მედიცინის ფაკულტეტისა და კლინიკა „უნიქალ მედის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ორგანიზებით, ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩაუტარდა. კურსს მაღალკვალიფიციური ექიმი ემერჯენსოლოგი, კლინიკა „უნიქალ მედის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ჩხიკვაძე უძღვებოდა.
ტრენინგის ფარგლებში, მულაჟებთან პრაქტიკით, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პირველადი დახმარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს:
სასწავლო ტრენინგი, "უნიქლ მედსა" და "ქუთაისის უნივერსიტეტს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები მომავალშიც პერმანენტულად იგეგმება.