ქუთაისის უნივერსიტეტში, პროექტ RURD-ის უწყვეტი განათლების კურსების (LLL Courses) ფარგლებში, რიგით მესამე ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრის დროს, განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა - ზოგადი კმაყოფილების კვლევის მნიშვნელობა და აუცილებლობა ორგანიზაციისთვის; კითხვარის ანალიზი და ძირითადი რეკომენდაციების შემუშავების მექანიზმები; რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირების განსაზღვრა.
ტრენინგს უძღვებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თათია ხარაბაძე .
მონაწილეობა მიიღეს, ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა. მსურველებს ასევე საშუალება ჰქონდათ, შეხვედრას ონლაინ რეჟიმშიც დასწრებოდნენ.
ტრენინგის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო.
პროექტის RURD-ის მთავარი მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.