EPSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის“) პროექტის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის წევრები და ქუთაისში მოქმედი, ფსიქოლოგიური სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი თემები როგორიცაა: პროექტის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების პრაქტიკები და გამოცდილება; სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის მუშობის სპეციფიკა; სტუდენტებისთვის განკუთვნილი სერვისები და აქტივობები; სწავლების პროცესში აკადემიური სტრესის დაძლევის მექანიზმები; კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობა და სხვ. მონაწილებმა ასევე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც ახასიათებს ქუთაისსა და ზოგადად იმერეთის რეგიონს ფსიქოლოგიური კონსულტაციების ნაწილში.
შეხვედრის ბოლოს, აღნიშნულ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება დაიგეგმა, შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივით.