ღია კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე
შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:
საჯარო სამართლის მიმართულებით;
- პროფესორი - 1
- ასოცირებული პროფესორი - 2
- ასისტენტ პროფესორი - 3
- ასისტენტი - 4
კერძო სამართლის მიმართულებით;
- პროფესორი - 1
- ასოცირებული პროფესორი - 2
- ასისტენტ პროფესორი - 3
- ასისტენტი - 4
საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ;
- პროფესორი - 1;
- ასოცირებული პროფესორი - 2;
- ასისტენტ პროფესორი - 3;
- ასისტენტი - 4.
სისხლის სამართლის მიმართულებით;
- პროფესორი - 1
- ასოცირებული პროფესორი - 2
- ასისტენტ-პროფესორი - 3
- ასისტენტი - 4
ფინანსების მიმართულებით;
ასისტენტ პროფესორი - 1
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი(შესაბამის დარგში/სფეროში);
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორი ან დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
- საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, ადამიანური რესურსებისა მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში [email protected]/[email protected]);
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების,2 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“.
კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
- განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.
- იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის ვადები
- კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 12 ივლისიდან.
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 12 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 23 აგვისტოსა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 26 აგვისტოსა;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოსა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2022 წლის 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით;
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში 2022 წლის 12 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, [email protected]
ტელ: +995 (431) 23 79 79