ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
ჩვენს კურსდამთავრებულებს ექნებათ მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, იმისათვის რომ შეძლონ როგორც საკუთარი წარმატებული ბიზნესის შექმნა, ასევე არსებული კომპანიების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ბიზნესის წარმოების ფუნდამენტური პრინციპებისა და ფუნქციონალური სფეროების სპეციფიკის წვდომა ეხმარება ადამიანს სამეწარმეო საქმიანობაში. ამასთანავე, ის პიროვნების ზოგად ორგანიზებულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას განაპირობებს.
პროგრამაზე სწავლისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობაში, სიტუაციური თამაშებში, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით გააგრძელოს სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედ ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე.
განათლების საფეხური: |
ბაკალავრიატი |
სწავლების ენა: |
ქართული ენა |
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: |
აკადემიური |
დეტალური სფეროს დასახელება და კოდი: |
0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: |
ბიზნესის ადმინისტრირების |
სწავლის ხანგრძლივობა: |
4 წელი (8 სემესტრი) |
საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა: |
240 (ECTS) კრედიტი |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
ასოცირებული პროფესორი აზა იფშირაძე |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
პროფესორი გოჩა თუთბერიძე, |
ელ.ფოსტა: [email protected]
[email protected]
პროგრამა
კურიკულუმი
ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურები
სტიპენდიები