ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის "ეკონომიკური პროფილის" 23-ე ნომერი (XVII ტომი) გამოიცა, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ პრობლემებს მიმოიხილავს (ISSN 1512-3901, DOI:https://10.52244/ep, - 174 გვ.).
ჟურნალის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ვებგვერდზე (http://economicprofile.org/journal/1022)
ნომერში გამოქვეყნებულია ქართველი და უცხოელი ავტორების 16 სტატია მაკროეკონომიკის, ეკონომიკური უსაფრთხოების, მარკეტინგის, ანტიკრიზისული მენეჯმენტის, პანდექსიტის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე.