ქუთაისის უნივერსიტეტს, საფრანგეთის უნივერსიტეტის “Sciences Po Aix“-ის სამართლისა და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის, პოლიტიკის სკოლის ხელმძღვანელი როსტან ნეჰდი ეწვია.
”Sciences Po Aix“ მაღალ რეიტინგული, ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტია, რომლის სამართლისა და პოლიტიკის სკოლა, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი საუკეთესოა საფრანგეთში.
შეხვედრაზე განხილული იქნა, სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით, ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები.
პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. მემორანდუმის ფარგლებში სამართლისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის სხვადასხვა, მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები შემუშავდება. ასევე, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობა, არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს, მათ შორის “ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში.