"გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორებმა ქუთაისის უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ ლექციათა სერია გამართეს.
ონლაინ ლექციები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: "ზოგიერთი მიკრონუტრიენტის მზარდი როლი პათოლოგიის განვითარებაში"; "თანამედროვე შეხედულება კბილთა რკალის ფუნქციებზე" და "ფურკაციის ჩართულობა - დიაგნოსტიკა და მკურნალობა".
ლექციათა სერიას ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ათეულობით სტუდენტი და აკადემიური პერსონალი დაესწრო. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ ამ სფეროში არსებული პრაქტიკა და ცოდნა, მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები.
საყურადღებოა, რომ ამავე ფორმატში სექტემბრისთვის დამატებით სამი ონლაინ ლექციის გამართვა იგეგმება.
ლექციათა სერიის დასრულების შემდეგ ლექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვნდნენ, ხოლო მონაწილეებს დასწრების სერტიფიკატები გადაეცათ.