7 ივლისს, ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ევროპის უნივერსიტეტისა და “ტოკატ გაზიოსმანფაშა“-ს უნივერსიტეტის (თურქეთი) საერთო ონლაინ ვებინარს დაესწრნენ სტომატოლოგიაში.
მოწვეულმა პროფესორებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ლაზერის გამოყენება პაროდონტოლოგიაში და ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 20-ზე მეტი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი ვებინარის მსვლელობაში აქტიურად ჩაერთო.
ვებინარის დასრულების შემდგომ მომხსენებლები მადლობის სიგელით, ხოლო მონაწილეები დასწრების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.