ქუთაისის უნივერსიტეტსა და “სტამბოლის აიდინ უნივერსიტეტ“-ს (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის ხელმოწერით, მხარეებმა ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.
სტამბულის აიდინ უნივერსიტეტი ახალგაზრდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი კერძო უნივერსიტეტია სტამბულში. აღსანიშნავია, რომ სტამბულის აიდინ უნივერსიტეტს აქვს თურქეთის უდიდესი ტექნო ცენტრი, რომელიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მეცნიერულ კვლევებზე უმაღლესი ტექნოლოგიებით მუშაობის შესაძლებლობებს სთავაზობს.