ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების 2022 წლის კონკურსში ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტმა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ გაიმარჯვა. ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტის მიზანი, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძო კომპანიებისა და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებაა.
ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის მიერ სრულად დაფინანსებული პროექტი, უნივერსიტეტის ეგიდით, სამი წლის მანძილზე ზაფხულისა და ზამთრის სკოლების მუშაობას გულისხმობს, სადაც მსმენელები ცოდნას შემდეგი მიმართულებით მიიღებენ:
მოდულის მიზნობრივ აუდიტორიად განსაზღვრულია სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, ბიზნეს სუბიექტები, კერძო და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები, ყველა პირი, ვინც დაინტერესებულია მოცემული თემატიკის შესწავლით.
ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან „ქუთაისის უნივერსიტეტი“ ის სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს უმაღლეს განათლებასთან ერთად აძლევს შანსს, ცოდნა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კიდევ უფრო აიმაღლონ. ამ მიზნით აქტიურად ვართ ჩართული პროგრამებში, რომლებიც ჩვენი სტუდენტების ინტერესებზეა გათვლილი.