Erasmus+ International Credit Mobility 2022 პროექტის შედეგების მიხედვით, ესტონეთის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის, სტუდენტებისა და ქუთაისის აკადემიური პერსონალისთვის 3-წლიანი მობილობის პროექტი განხორციელდება.
პროექტი სასწავლო წლის მანძილზე ორი სტუდენტის 6-თვიან სემესტრულ მობილობას და თითოეულ სტუდენტზე თვეში 800 ევროს დაფინანსებას გულისხმობს. დაფარული იქნება სტუდენტებისთვის ტრანსპორტირების ხარჯებიც.
ასევე, პროექტის მხარდაჭერით და სრული ფინანსური უზრუნველყოფით, ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ლექციებს წაიკითხავს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხოლო ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
Erasmus+ International Credit Mobility 2022 პროექტი არა მხოლოდ ორ უნივერსიტეტის სამეცნიერო და სტუდენტური ურთიერთობის განვითარების გარანტია, არამედ ტალინსა და ქუთაისს შორის ახალი, საზოგადოებრივად საჭირო და ეფექტური კოლაბორაციული აქტივობების ორმხრივად სასარგებლო პერსპექტივაა.