2022-2023 აკადემიური წლისათვის ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის კონკურსის შედეგები ცნობილია.
ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, ანა მინდელმა, სტიპენდია მოიპოვა და ის ერთ სემესტრს ლიეტუვაში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვაში ბილატერალური მობილობის მიზნით შიდა კონკურსის გამოცხადება ქუთაისის უნივერსიტეტსა და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტს შორის მანამდე გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
ბილატერალური მობილობის ფარგლებში, ანა მინდელს ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში სწავლის საფასურს ლიეტუვის რესპუბლიკა დაუფარავს და ამასთან, მას დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდიაც.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს 32 ქვეყნის მასშტაბით, მრავალ კანდიდატს შორის, ლიეტუვის გაცვლით პროგრამების მხარდაჭერის ფონდის მიერ სასწავლო სტიპენდია მხოლოდ 25 საერთაშორისო სტუდენტს მიენიჭა.