ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტების საბუთების მიღება იწყება

ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტების საბუთების მიღება იწყება

2022-2023 სასწავლო წელს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული  გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის  საბუთების მიღების  და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 2 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

საბუთების მიღება იწარმოებს ბიბლიოთეკის ღია სივრცეში N201. მის: ქუთაისი, წერეთლის N13. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

გთხოვთრეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:

  •  მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
  •  მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ სწავლის საფასურის 1/10 ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საბანკო რეკვიზიტები იხილეთ თანდართულ ფაილებში..

გადახდისათვის გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

მიზნობრიობაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
შ.პ.ს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“

თიბისი ბანკი GE51TB7054336020100021 GEL

საქართველოს ბანკი GE12BG0000000346036551 GEL