ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორქშოპი და ვებინარი გაიმართა. პროექტი Rebrain-ის თანადამფუძნებლების ინიცირებით გაკეთდა და ორგანიზებაში ბორდოს უნივერსიტეტის, იზმირის და ბორდოს საუნივერსიტეტო კლინიკებთან ერთად, ქუთაისის უნივერსიტეტიც მონაწილეობდა. ერთობლივი ჰიბრიდული ვებინარი და ვორქშოპი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული პერსონალისათვის განხორციელდა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაერთულნი კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ვორქშოპი, “Deep Brain Structures” ტვინის ღრმა სტიმულაციის სპეციფიურობას, ტვინის ღრმა ბირთვების დაავადებებს 3D ანატომიურ ჭრილში მუშაობას შეეხებოდა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტში მოწვეული, ბორდოს კლინიკის ნეიროქირურგი და ნეირომეცნიერი ნანა ჭანჭალეიშვილი უძღვებოდა.
ვებინარზე განხილული იქნა თემები:
ღონისძიებას ასამდე დარეგისტრირებული პირი ესწრებოდა, რომლებსაც საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ.