ქუთაისის უნივერსიტეტსა და “ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტ“-ს (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავენ მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ექსტრაკურიკულარული აქტივობების თვალსაზრისით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ქუთაისის უნივერსიტეტის 20-ზე მეტ სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა მიეცა, დასწრებოდა ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის საერთო ონლაინ ვებინარს სტომატოლოგიაში.
“ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტი“ 1992 წელს დაარსდა და ამჟამად სტუდენტებს 85 საბაკალავრო, 58 სამაგისტრო, 31 სადოქტორო და 126 ასოცირებული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.