ქუთაისის უნივერსიტეტსა და “ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს“ (ლატვია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავენ მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ქუთაისის უნივერსიტეტს ესტუმრნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ უნივერსიტეტებში არსებული სწავლების გამოცდილება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.