ქუთაისის უნივერსიტეტსა და ალანიის უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელმოწერით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განვითარებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
ალანიის უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტისთვის რიგით მესამე პარტნიორია თურქეთში.