ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენდები დამსაქმებლებს შეხვდნენ

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენდები დამსაქმებლებს შეხვდნენ

"შეხვედრა დამსაქმებლებთან" ციკლის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  "მეიჯერელ საქართველოს" წარმომადგენლობამ საინფორმაციო პრეზენტაცია გამართეს.

სტუდენტებმა ორგანიზაციის ფუნქციის, საქმიანობის და ინიციატივების შესახებ მოისმინეს, გაიგეს რას გულისხმობს  "მეიჯერელის" ეფექტური მენეჯმენტი და როგორ ზრუნავს თანამშრომლებისთვის კრეატიული და სახალისო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

პრეზენტატორების მიერ სამიზნე ჯგუფისთვის შეთავაზებული ვაკანსიების შემდეგ, შეხვედრა სტუდენტებთან დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა.

დამსაქმებლებთან შეხვედრების ციკლს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი უწევს ორგანიზებას.


ბოლო სიახლეები