ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემეცნებითი შეხვედრების ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთ საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს.
იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსი ნათია წივწივაძე აუდიტორიას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფუნქციის შესახებ ესაუბრა, რომელიც ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების თითქმის ყველა ასპექტის სატატისტიკას და ანალიზს მოიცავს.
ეს და კიდევ ბევრი სხვა, საზოგადოდ სენსიტიური თემა შეხვედრის სპიკერმა საკუთარი პროფესიული გამოცდილებით და იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული ქეისებით განმარტა, რაც სტუდენტებისთვის ბევრი აქტუალური შეკითხვის პასუხი გახდა. მათგან უმთავრესი - მოქალაქეების როლი და ინფორმირებულობაა სახელმწიფოს სტრატეგიის თანამოაზრეობაში.