შემეცნებითი შეხვედრების კვირეული. რომელიც 26 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბრამდე გძელდებოდა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მამუკა ნოსელიძის საჯარო ლექციით დასრულდა.
ამ თემატიკის გარშემო სტუდენტებმა გამოცდილი პროფესიონალისგან მიიღეს დეტალური ინფორმაციები და მოისმინეს დანიშნულებითი განსხვავებების შესახებ პირველად, მეორად, კომისიურ და კომპლექსურ ექსპერტიზებს შორის. განიხილეს ცნობილი კრიმინალური ქეისები, რაზეც სტუდენტურმა აუდიტორიამ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა.
ლექციის ბოლოს, კვირეულის ორგანიზატორმა სოფიო ყუბანეიშვილმა, მადლობა გადაუხადა შემეცნებითი შეხვედრების აქტიურ მონაწილეებს და სპიკერებს, რომლებმაც უანგაროდ და კოლეგიური სოლიდარობის ნიშნად, საკუთარი პროფესიული გამოცდილების გაზიარებით, ახალი ცოდნა და ახალი ინტერესები გაუჩინეს ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტებს.
შემეცნებითი კვირეულის ციკლი, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის მიერ იყო ორგანიზაბული, წარმატებით დასრულდა.