ქუთაისის უნივერსიტეტში წიგნი - "ჯონათან გალიბლის თავგადასავლი - თავისუფალი ბაზრის ოდისეა" „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელმა ეკონომიკის ექსპერტმა პაატა შეშელიძემ წარადგინა. შეხვედრაზე წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ნოდარ ჩინჩალაძემ, რომელმაც თავიდან გამოსცა წიგნის რედაქტირებული და ილუსტრირებული ვერსია. აუდიტორიამ მოისმინა წიგნის ავტორის ვიდეომომართვაც, რომელიც ექსკლუზიურად ქართველი მკითხველისთვის ჩაწერა კენ სქულანდმა.
”ჯონათან გალიბლის თავგადასავლი - თავისუფალი ბაზრის ოდისეა" მარტივ ენაზე ხსნის ეკონომიკის, პოლიტიკის , ქვეყნების სიმდიდრისა და სიღარიბის ფუნდამენტურ საკითხებს. წიგნმა სხვადასხვა დროს არაერთი ჯილდო მიიღო. მათ შორის:
წიგნი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატის მილთონ ფრიდმანის აზრით „ეკონომიკის ძირითად პრინციპებს მარტივ და გასაგებ ენაზე წარმოადგენს ", ნოდარ ჩინჩალაძემ შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა.