დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის (Stipendium hungaricum) ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
განაცხადები მიიღება:
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია კონსულტაციის გავლა როგორც ონლაინ, ელექტრონული ფოსტის: [email protected] მეშვეობით, ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 0322 97 01 97
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.