ქუთაისის უნივერსიტეტში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე პანელური დისკუსია გაიმართება.
1 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის უნივერსიტეტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში პანელური დისკუსია -"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში" გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური წრისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. ისაუბრებენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - არასრულწლოვანთა უფლებებზე, სასამართლო პრაქტიკასა და საკანონმდებლო ხარვეზებზე, განრიდება/მედიაციისა და პრევენციის მექანიზმებზე, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებული მიდგომის როლსა და მნიშვნელოაზე, ასევე განხილულ იქნება პრაქტიკაში აქტუალური საკითხები.
პანელური დისკუსია ჩატარდება ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში და მასზე დასწრება თავისუფალია.