2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები "გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტისა (რუმინეთი) და ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) სტუდენტებთან ერთად ონლაინ ლექციათა სერიას დაესწრნენ.
ონლაინ ლექციებს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვნენ, ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ''ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში'', “სისხლმბადი სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტთა მენეჯმენტი ბავშვთა სტომატოლოგიაში”, "ზედაპირული კარიესული დაზიანებების მენეჯმენტი - არაინვაზიური მიდგომა თერაპიული სილანტების გამოყენებით", "პაროდონტიტი - სტადიები და კლასიფიცირება'', „კბილის ექსტრაქცია”, "ქირურგიული სტომატოლოგია და ყბა-სახის ქირურგია" და "ესთეტიკური სტომატოლოგია - სტომატოლოგიის ხელოვნება".
ლექციათა სერიას ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ათეულობით სტუდენტი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის "გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები, რომლთა მეორე ციკლიც უახლოს მომავალში გაიმართება.