ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური / ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (ესტონეთი) და დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტში (რუმინეთი).
მასპინძელი უნივერსიტეტი / სამიზნე აუდიტორია / ადგილების რაოდენობა:
მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი (7 ნებისმიერი დღე გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებთან შეთანხმებით)
სასტიპენდიო შეთავაზება: სრულად დაფინანსებული
კვოტა: 4 (2-2)
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.
ადმინისტრაციული მობილობისთვის:
1. ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება
განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/QKFXGYF
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 დეკემბერი, 18:00 საათი.
2. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ორშაბათი, 12 დეკემბერი, 12:00 სთ)
3. ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ხუთშაბათი, 15 დეკემბერი, 12:00 სთ)
აკადემიური მობილობისთვის:
1. ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/2H8YXQ9
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 დეკემბერი, 18:00 საათი.
2. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე C1 (ორშაბათი, 12 დეკემბერი, 12:00 სთ)
3. ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექციის ჩატარება (პარასკევი, 16 დეკემბერი, 12:00 სთ)
ორშაბათს, 19 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 4 გამარჯვებულ ადმინისტრაციულ / აკადემიურ პერსონალს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ / აკადემიურ თანამშრომლებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]