18 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა თემაზე: "აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია" გაიმართა.
შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გვანცა ჯიჩოშვილი გაუძღვა.
სტუდენტებმა აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობისა და პლაგიატის პრევენციის გზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს სემესტრული ხასიათი აქვს.