6 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
შეხვედრას გაუძღვნენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა გაძლიერება/ხელშეწყობას და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას, გენდერული ძალადობის მსხვერპლების გაძლიერებას, მათ მხარდაჭერას, პრობლემის აღმოფხვრისა და ზიანის შემცირების მიზნით,
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რელევანტურ სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორებს შორის ეფექტიან კომუნიკაციასა და აქტიურ თანამშრომლობაზე ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების პროცესში, ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ზრდაზე და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენებაზე, რომ სახელმწიფოს, ერთის მხრივ, აქვს მკაცრი პოლიტიკა ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ, ხოლო, მეორეს მხრივ, სახელმწიფო სერვისები ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის ინიციატივით და მას ესწრებოდნენ, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირებიც.