საჯარო ლექციას ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი ნინო ქარსელაძე უძღვებოდა.
მომხსენებელმა ლექციაზე ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და სექსუალური ძალადობის საკითხზე ისაუბრა. ასევე, იმაზე, თუ როგორ აისახება თანამედროვე გამოწვევები ქართულ კანონმდებლობაში.
ლექციის ფარგლებში, აუდიტორიამ მოისმინა რა პრევენციული და ინტერვენციული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ღონისძიება ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური, 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომლის სლოგანია: „გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის“.