ქუთაისის უნივერსიტეტში ლექცია “მონეტარული პოლიტიკა” გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი თამთა სოფრომაძე გაუძღვა.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ეროვნული ბანკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
მსგავსი შეხვედრები სტუდენტთა პროფესიული და კვლევითი უნარების განვითარების მიზნით, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით პერიოდულად ტარდება.