ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტში SPINNAKER- Brand Management on the International Market მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 7 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა.
მონაწილეებმა ერთკვირიანი ლექციების შემდეგ პოლონეთში პრაქტიკული ვორქშოპები გაიარეს.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა: დაჩი კობახიძემ, თორნიკე კიკაჩეიშვილმა, მარი იონანიძემ და ალექსანდრე ბოხუამ.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პოლონურ გამოცდილებას ბრენდის შექმნის შესახებ, მათ ლექციები სიედლცეს უნივერსიტეტში ჩაუტარდათ.
პროექტი ასევე მოიცავდა გასვლით ექსკურსიებს სხვადასხვა საწარმოებსა და ქარხნებში.
ქართველ სტუდენტებთან ერთად, პროექტში-SPINNAKER სხვადასხვა ქვეყნის 10 სტუდენტი მონაწილეობდა.
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ "ცოდნის, განათლების, განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში, რაც მოიცავდა გამარჯვებული სტუდენტებისთვის სტიპენდიას 720 ევროს ფარგლებში.