ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე “როგორ შეუძლია სასამართლოს შეცვალოს შენი ცხოვრება” გაიმართა.
შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაიკე ვან კოლდამი ესწრებოდა.
ასევე ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტი და კინომცდონე ნინია კაკაბაძე და "სასამართლოს გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ამონარიდები სხვადასხვა ფილმებიდან, რის შემდეგაც სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის და საქართველოს სასამართლოს გუშაგის ორგანიზებით ჩატარდა.