ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შიდასაუნივერსიტეტო ფესტივალი „UNIK ლიგა“ ჩატარდა.
შეჯიბრის ბოლოს 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელიც იანვარში ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, მათგან 3 საუკეთესო კი ფინალში გადავა.
ნახევარფინალის საგზური შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: "იშვიათი იმერლები“, "მაღალი ბიჭები“, "ჩარლის ანგელოზები“, "ხელგაშლილები“ და „სამაია“.
ნომინაციაში „საუკეთესო ბიჭი“ გამარჯვებული ლუკა ჩეგიანი გახდა.
ფესტივალის მონაწილეები თბილისიდან მოწვეულმა ჟიურიმ და ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა შეაფასეს. მათ შორის იყვნენ: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ჯიმი აბესაძე, თემო ნიქაბაძე, გივი პაპავა, ნინი მოხევიშვილი და გიორგი ჩირგაძე.
"UNIK ლიგის“ ფინალური ეტაპი თებერვალში გაიმართება.