29 დეკემბერს „ქუთაისის უნივერისტეტში“ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი, საწყის ეტაპზე, სამუშაო გეგმის ფორმირებაზე მუშაობს, მომავალი წლიდან კი სრული დატვირთვით ამოქმედდება. „ქუთაისის უნივერსიტეტის“ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტში ინტეგრირებული, კვალიფიციური კონსულტანტის მომსახურება მიიღონ.
პროექტი „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ,,ერაზმუს+“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება.
„ქუთაისის უნივერსიტეტს“ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა და კონსორციუმის წევრობა შესაძლებლობას აძლევს, იზრუნოს სტუდენტებზე, რომელთაც ახალ რეალობასთან და პროფესიულ გამოწვევებთან უწევთ შეგუება, ასევე უმკლავდებიან საგამოცდო პერიოდთან დაკავშირებულ სტრესს და ინტერპერსონალურ, თუ სხვა სახის კომუნიკაციურ პრობლემებს. სწორედ ამიტომ, საუნივერსიტეტო სივრცეში ფსიქოლოგის ფუნქციამ მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა.
„ქუთაისის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ფარგლებში ფსიქოლოგიური სერვისი 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ხელს უწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას და პიროვნული პოტენციალის განვითარებას.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს.: http://epsy.ge/ka
ფსიქოლოგის კონსულტაციის მისაღებად ჩაწერა შესაძლებელია შემდეგ მეილზე: [email protected]