13 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საჯარო შეხვედრა თემაზე: "ეფექტური სამოტივაციოს მომზადების მასტერკლასი" გაიმართა.
შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გურანდა გობიანი, უძღვებოდა.
მასტერკლასი ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა შეადგინონ ეფექტური სამოტივაციო წერილი, რა დატვირთვა აქვს მას საქმიან ურთიერთობებში, რა განსხვავებაა სამოტივაციო წერილსა და რეზიუმეს შორის და ა.შ.
დამსწრეებმა საკითხთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და კომპეტენტური პასუხები მიიღეს.
შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.