ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული გამარჯვებული პერსონალი გამოვლინდა.
"ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული პერსონალი სამუშაო ვიზიტით შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაემგზავრება:
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი) - თათია ხარაბაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტი (რუმინეთი) - თამარ პერტაია, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
აკადემიური მობილობის ფარგლებში, პროფესორი ეკატერინე ვაწაძე აკადემიური ვიზიტით დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტს ეწვევა, ხოლო სამართლის დოქტორ, პროფესორ ქეთევან კუხიანიძეს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.