"ქუთაისის უნივერსიტეტის“ კონფუცის კლასში 19 იანვარს პირველი გამოცდა ჩატარდა.
კონფუცის კლასს ჩინელი სერთიფიცირებული პედაგოგები უძღვებიან და კურსის ფარგლებში სტუდენტებს ჩინური ენის მართლწერას, ლექსიკას და ფონეტიკას ასწავლიან.
კონფუცის კლასი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ჩინეთის და ჩინური კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ინსტიტუტის მიზანია, შექმნას პლატფორმა მეგობრული თანამშრომლობისთვის ენობრივი განათლებისა და კულტურათშორისი სწავლების შესახებ.
კონფუცის კლასში მიღება მიმდინარე წლის მარტიდან განახლდება.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
გიორგი დათუაშვილი
ელ. ფოსტა: [email protected]
ძიანბინგ ჟუ
ელ.ფოსტა: [email protected]