27 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი თემაზე " პირველადი სამედიცინო დახმარება - CPR " გაიმართა.
ტრენინგს ქუთაისის უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე ბაძგარაძე უძღვებოდა.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლნენ ტრავმირებული პაციენტის პირველად მართვას და გულ-ფილტვის რეანიმაციას.
ასევე, მიღებული ცოდნით, სტუდენტები შეძლებენ შეაფასონ ტრავმის შედეგები და თავიდან აიცილონ დაავადების გაუარესება.