„ქუთაისის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო ჟურნალის „ეკონომიკური პროფილი“ ახალი ნომერი გამოიცა. ჟურანლის 24-ე ნომერი მიმდინარე ეკონომიკური და ბიზნესის აქტუალური პრობლემების განხილვას ეთმობა.
ნომერში გამოქვეყნებულია ქართველი და უცხოელი ავტორების 15 სტატია მაკროეკონომიკის, ეკონომიკური უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების, ტურიზმის და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე.
ჟურნალის ელექტრონული ვერსია უკვე განთავსებულია „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს: http://economicprofile.org/journal/1023
ჟურნალი ასევე გვთავაზობს ორ გამოხმაურებას ახალ სამეცნიერო ლიტერატურაზე.