" ქუთაისის უნივერსიტეტსა" და ფილიპსის უნივერსიტეტს (კვიპროსი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი იქნა მომზადებული.
ფილიპსის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდა დინამიური დაწესებულება, რომელიც გამოირჩევა მაღალკვალიფიციური სწავლებისა და კვლევის ხარისხით.