ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან კუხიანიძემ ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ლექციები ჩაატარა. ის ესტონეთში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.
სალექციო კურსი ადამიანის უფლებებს (გენდერული თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ბავშვის უფლებები საქართველოში), საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამოქალაქო საზოგადოების როლს შეეხებოდა.
ლექციებს ბიზნესის ადმინისტრირების და საერთაშორისო ურთიერთობებისა მიმართულების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები ესწრებოდნენ.
სალექციო კურსმა მოწონება დაიმსახურა სტუდენტებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს შორის. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ტარმო კადაკმა წერილობითი რეკომენდაცია გასცა და პროფესორი ქეთევან კუხიანიძე დადებითად დაახასიათა.
სალექციო კურსი ქუთაისის უნივერსიტეტსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციულ პერსონალი შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.