ქუთაისის უნივერსიტეტში თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქარაიამ სოციალური მოძრაობების განვითარების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. აღნიშნული კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.
"ურბანული სოციალური მოძრაობა ბათუმში" - ეს იყო თემა, რომელზეც თამარ ქარაიამ ისაუბრა.
პროექტი კვლევის შედეგების მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნებას და რეგიონულ უნივერსიტეტებში, მათ შორის ქუთაისის უნივერსიტეტში, პრეზენტაციების წარდგენას ითვალისწინებს.
"კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და თემა თბილისსა და ბათუმში ურბანულ მოძრაობებს მოიცავდა. პროექტი მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო წრეებისთვის არ ყოფილა გათვალისწინებული, იგი კვლევის შედეგების რეგიონული უნივერსიტეტებისთვისაც გაცნობასაც მოიცავს. შესაბამისად, დღეს ქუთაისის უნივერსიტეტს ვესტუმრეთ, ბათუმის უნივერსიტეტში პრეზენტაცია უკვე ჩატარდა, თბილისის უნივერსიტეტს კი კვლევის შედეგებს ხვალ გავაცნობთ", - განაცხადა თსუ-ისს ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქარაიამ.
პრეზენტაციას ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.