ქუთაისის უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე IEF 2023 (International Education Fair 2023) არის წარმოდგენილი.
გამოფენა ყაზახეთის შემდეგ ბაქოში გრძელდება და მას სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრება.
გამოფენაზე საქართველოში განათლების მიღების მსურველი აბიტურიენტები უნივერსიტეტის პროგრამებს ეცნობიან.
გამოფენას რექტორი გოჩა თუთბერიძე პირადად ესწრება და მსურველებს ქუთაისის უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ ინფორმაციას აცნობს.
გამოფენა ასევე წარმოდგენილი იყო ყაზახეთის ორ ქალაქში, სადაც საქართველოში განათლების მიღების მსურველები უნივერსიტეტის პროგრამებს პირადად გაეცნენ.