ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

უთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კულტურული დღეები მოეწყო

უთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კულტურული დღეები მოეწყო

კულტურული დღეების ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს და ანსამბლ "ერისას" პერფორმანსს დაესწრნენ


ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კულტურული დღეები მოეწყო, რომელშიც ქართველთან ერთად უცხოელმა სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

აღნიშნული დღეების ფარგლებში სტუდენტებმა ქალაქში არსებული მუზეუმები დაათვალიერეს, სადაც გიდობა ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის კლუბის წევრებმა გასწიეს. 

საუნივერსიტეტო ანსამბლმა "ერისამ" სპეციალურად ამ დღისთვის 30-წუთიანი პერფორმანსი დადგა. ქართულმა ცეკვებმა უცხოელი სტუდენტების ყურადღება მიიპყრო და ცეკვის გამორჩეულობას გაუსვეს ხაზი. 

აღნიშნული დღეები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის და ტურიზმის კლუბის ორგანიზებით მოეწყო. 

ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ტურიზმის კლუბის წევრები: სალომე პაპავა, ლანა გვალია და სტუდენტური თვითმართველობის კლუბის - “სტუდენტური ხმის” წევრი ნინო ქორქია. 

კულტურული დღეები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.