ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საგულისხმოა, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+  კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი იქნა მომზადებული.

ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტი ინოვაციებზე ორიენტირებული კერძო ინსტიტუტია. ის სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე, ხარისხიან, ეფექტურ, კონკურენტუნარიან და პრაგმატულ საგანმანათლებლო სერვისებს, ისევე როგორც კლინიკური პრაქტიკის უნიკალურ შესაძლებლობას საჯარო და კერძო საავადმყოფოებში.


ბოლო სიახლეები