"ქუთაისის უნივერსიტეტში“ პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით, ასევე ლიბერთი ბანკისა და " სოფტგენ - ჯგუფი " მხარდაჭერით მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა.
4 აპრილს ოლიმპიადის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 12 მარტს გაიხსნა და ერთდროულად 4 საშეჯიბრო მოედანზე ჩატარდა. მათგან ორი საქართველოში - ქუთაისში, ქუთაისის უნივერსიტეტში და თბილისში, "ევროპის უნივერსიტეტში“; ორი კი უკრაინაში – უჟგოროდში, უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ქალაქ ხუსტში, ივან მაგულას სახელობის #1 მრავალპროფილიან ლიცეუმში.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 72-მა მოსწავლემ მიიღო, მათ შორის 37-მა საქართველოდან, 35-მა კი უკრაინადან. ოლიმპიადა ალგორითმული ტურის სახით ჩატარდა.
პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცათ ლუკა შვანგირაძეს და ნინი კუჭავას.ყველა მონაწილეს საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცა.
ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს -”ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი დათუაშვილმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა მიხეილ გაგოშიძემ, ოლიმპიადის დირექტორმა თემურ ზარქუამ, ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა და პედაგოგმა ხათუნა ფუტკარაძემ.
უკრაინელ მონაწილეებს სერთიფიკატები და საჩუქრები უკრაინაში, უჟგოროდში გადაეცემათ.