სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ქუთაისის უნივერსიტეტში პროექტების წერის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნანა კუპრეიშვილი უძღვებოდა.
საჯარო ლექციაზე განიხილეს პროექტების წერის ტექნიკა, ბიუჯეტის დაგეგმვა, დაფინასების წყაროების მოძიება, ასევე, როგორ უნდა მართონ უკვე დაწყებული და დაფინანსებული პროექტები, რათა პროექტით გათვალისწინებულ შედეგებამდე მივიდნენ.
ნანა კუპრეიშვილმა პროექტების ინიცირების და ბიუჯეტირების კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.
საჯარო ლექციამ სტუდენტების მოწონება დაიმსახურა.
მასტერკლასის მიზანს პროექტების წერის შესახებ მსმენელების ცოდნის ამაღლება წარმოადგენდა, რადგან ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური პროექტების დაფინანსებას იწყებს.
აღნიშნულმა ლექციამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მიეღოთ თეორიული ცოდნა იმის შესახებ, როგორ მოიპოვონ დაფინანსება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.