ქუთაისის უნივერსიტეტმა და კოლეჯმა "იბერიამ" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ.
გარდა ამისა, მოეწყობა კონფერენციები, ტრენინგები და სხვა სახის ღონისძიებები.
ნოემბერში კოლეჯ "იბერიაში" ქუთაისის უნივერსიტეტის მსგავსად, კონფუცის ჩინური ენის კლასი გაიხსნება, რაც კოლეჯის სტუდენტებს ჩინური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.
მემორანდუმს ხელი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ, კოლეჯ "იბერიას" დირექტორმა ირაკლი ავალიანმა და კონფუცის კლასის წარმომადგენელებმა: გიორგი დათუაშვილმა და ჯეკ ჟუმ მოაწერეს.